თავში

"ჩვენი მთავარი ამოცანაა" - ღარიბაშვილის განცხადება

"ჩვენი მთავარი ამოცანაა" - ღარიბაშვილის განცხადება
ჩვენი მთავარი ამოცანაა - ღარიბაშვილის განცხადება

პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

"პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, განვითარება და ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ხედვას წარვადგენთ და ეს იქნება ჩემი მთავარი ოცნებაც, მიზანიც და იდეაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system