თავში

ჩვენი მთავარი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - პრემიერი

ჩვენი მთავარი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - პრემიერი
ჩვენი მთავარი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - პრემიერი

ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხო გარემოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

"საქართველო აფასებს COVID-19-ის პერიოდში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დაინტერესებას, მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინგში. ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უსაფრთხო გარემოში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system