თავში

ჩვენი ოფისი კანონიერი ქურდის დახმარებით გადაწვეს - მელია

ჩვენი ოფისი კანონიერი ქურდის დახმარებით გადაწვეს - მელია
ჩვენი ოფისი კანონიერი ქურდის დახმარებით გადაწვეს - მელია

ჩემი უტყუარი ინფორმაციით, გლდანის მესამე მიკრორაიონში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო კავშირში მყოფი კანონიერი ქურდის მხარდაჭერით გადაწვეს - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ კობიაშვილი და კალაძე ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაშ ცხოვრობდნენ, მათ არჩევნები მნიშვნელოვნად წააგეს და სწორედ ეს გახდა ძალადობრივი აქტის მიზეზი.

"ეს იყო გაერთიანებული ოპოზიციის" გლდანის შტაბი, კონკრეტულად ეს შენობა დგას გლდანის მესამე მიკრო რაიონში, ეს არის ის მიკრორაიონი, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ ოპოზიციამ და დავამარცხეთ კობიაშვილ-კალაძე, შედეგად რევანშისტურმა მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი. აქ შეფასებებს მე არ გავაკეთებ, უბრალოდ დავასახელებ ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ჩემი უტყუარი ინფორმაციით, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი, ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას აქვს ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ძმის, ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში. მათი გაშმაგება გამოიწვია იმან, რომ ეს უბანი მათ მნიშვნელოვნად წააგეს",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას უცნობმა პირებმა ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი გადაწვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system