თავში

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. 

„დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის, იუნკერებმა გასწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანის გზა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დროებით ოკუპირებული, გადის მის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა, დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system