თავში

ჩვენი შიდა კვლევებით, მყარად ვდგავართ ფეხზე - კახა კუჭავა

ჩვენი შიდა კვლევებით, მყარად ვდგავართ ფეხზე - კახა კუჭავა
ჩვენი შიდა კვლევებით, მყარად ვდგავართ ფეხზე - კახა კუჭავა

"ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ და ბოლო კვლევა, რაც ჩავატარეთ, საკმაოდ მყარად ვდგავართ ფეხზე და ეს არ არის 43 პროცენტი, გაცილებით მაღალია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" რეიტინგი გაზრდილია. 

"არ დავკონკრეტდები, თუმცა ჩვენ არჩევნებს მივუახლოვდებით და ყველა ძალიან კარგად დაინახავს იმ ძალას და იმ მხარდაჭერას, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია.

ჩვენ განსაკუთრებულად ხელი შეგვიწყო ამ პროცესში, კარგად იკითხებოდა, მიმდინარე, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისის პერიოდში, თუ რამდენად იზრდებოდა "ქართული ოცნების" რეიტინგი, რადგან ყოველთვის ჩანდა ჩვენი მხრიდან სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხების გადაწყვეტის", - განაცხადა კუჭავამ პალიტრანიუსის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system