თავში

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება - თეა წულუკიანი

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება - თეა წულუკიანი
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება - თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება, თუმცა წულუკიანის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს იმ საკითხზე, თუ რა თანხა უნდა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას.

წულუკიანის განმარტებით, ქართული მხარე აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას. 

"ერთადერთი, რაც სტრასბურგის სასამართლომ სამომავლოდ სამსჯელოდ გადადო არის, თუ რა ოდენობის თანხა ეკუთვნის საქართველოს რუსეთისაგან დარღვევებისთვის, მაგრამ არ მიწყენთ და ვიცი, რომ დამეთანხმებით ალბათ კიდეც, ეს უკვე არის მეორეხარისხოვანი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თანხაში არ იზომება. მთავარი არ არის ის, თუ რა გადაწყდება ერთი წლის თავზე, რა რაოდენობის თანხა გვეკუთვნის ჩვენ რუსეთისგან. რა თქმა უნდა ამასაც მივაქცევთ ჩვენ ყურადღებას.

დეპორტირებულების საქმე, რა თქმა უნდა, თვისობრივად განსხვავდება ამ საქმისგან და დეპორტირებულების საქმეს ვერ ჩავთვლით დასრულებულად, ვიდრე ეს 10 მილიონი ევრო დეპორტირებულებს არ გადაეცემა რუსეთის ფედერაციის მიერ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელწიფოს გავლით.

მე ვიტყოდი, რომ დღეიდან რუსეთს, რაც სურს ის ილაპარაკოს, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, სამართლებრივად დადასტურებულია, რომ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგას ტანკი და ეს ოკუპანტის ტანკია," - განაცხადა თეა წულუკანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system