თავში

"ჩვენი თხოვნაა, პარლამენტმა შეაჩეროს ეს პროცესი" - კელი დეგნანი

"ჩვენი თხოვნაა, პარლამენტმა შეაჩეროს ეს პროცესი" - კელი დეგნანი
ჩვენი თხოვნაა, პარლამენტმა შეაჩეროს ეს პროცესი - კელი დეგნანი

"საქართველოში მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის როლი არის მნიშვნელოვანი. მისი საქმიანობა უკავშირდება საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას და მათ შეკავებას, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე. ელჩი პარლამენტს, მიმართავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეაჩეროს.

"პარლამენტს ეკისრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზედამხედველობის ვალდებულება და როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა წარადგინა თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში, პარლამენტის მხრიდან კითხვები არ დასმულა. პარლამენტის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, ამიტომ ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ რატომ გახდა საჭირო ამ სამსახურის ყველა კვალიფიციური თანამშრომლის მარტისთვის გათავისუფლება, ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ სამსახურში დასაქმებული ნიჭიერი და გამოცდილი კადრების დაკარგვა. ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარების უცნაური პროცესი, როდესაც ამის რეალური საჭიროება არ იდგა. სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან იყო კონსულტაციების დეფიციტი და კანონპროექტში შევიდა შემაშფოთებელი დებულებები. ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება, გადადეთ ის შემდეგ სასესიო პროცესამდე, რათა ჩატარდეს სათანადო, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ", – განაცხადა დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system