თავში

ჩვენი თვითმიზანი არ არის მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს - აკაკი მინაშვილი

ჩვენი თვითმიზანი არ არის მოვაწეროთ ხ

"დოკუმენტში თუ არ იქნება მძიმე ვითარებიდან გამოსვლის გზა, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, წინა დოკუმენტში იყო ორი ბუნდოვანი საკითხი, რომელსაც შეცვლა სჭირდებოდა.

"ეს იყო პოლიტიკური დევნილების თემა – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გამოშვება და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეჩერება, მეორე საკითხი – ვადამდელი არჩევნები საერთოდ არ იყო ნახსენები. მსოფლიოში არავის გამოუგონია უკეთესი გზა კრიზისების დაძლევისა. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ დოკუმენტში არ იქნება გზა მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა, ბუნებრივია, ჩვენი თვითმიზანი არ არის, მოვაწეროთ ხელი რაღაც დოკუმენტს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყებამდე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ესწრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system