
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რუსლოვსმა მიხეილ სააკაშვილსა და მის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, წყვილში ისეთი ძლიერი ბმაა, რომელიც მარტივად არ წაიშლება.
სანდრა რულოვსმა "დროების" ეთერში ისაუბრა სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზეც.
ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ რეალობასთან შეგუება მოუწევს.
"ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა, რეგულარულად ვნახულობდით ერთმანეთს. ეს ისეთი ბმაა, ისეთი ძლიერი კავშირი, რომელსაც ვერ წაშლი უბრალოდ. კი წარსულია, გასაგებია... იმ ვიდეოდან გავიგე, რაც უნდა გამეგო და მომიწევს ამ რეალობასთან შეგუება. მაგრამ რაც იყო, იყო ლამაზი, უნიკალური და ძალიან მდიდარი პერიოდი...
ხალხისთვისაც ზღაპარი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ჩვენი წყვილი დაკავშირებულია საქართველოს კარგ პერიოდთან. ქვეყნის განვითარების, მისი წამყვანი როლის რეგიონში დამკვიდრებასთან... შესაბამისად, ვინც მაშინ ქვეყნის სათავეში იყო, ავტომატურად პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება და ეს ასეც დარჩება", - განაცხადა "ფორმულასთან" სანდრა რულოვსმა.