თავში

ჩვენთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება - მდინარაძე ივანიშვილზე

ჩვენთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება - მდინარაძე ივანიშვილზე
ჩვენთვის გულდასაწყვეტია მისი გადაწყვეტილება - მდინარაძე ივანიშვილზე

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწვეტილება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება" წარმატებით გაართმევს თავს ამ გამოწვევას, რადგან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი, მყარი დემოკრატიის ინსტიტუტები არსებობს. 

"ბუნებრივია, ადამიანურად, ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის გულდასაწყვეტია მისი ეს გადაწვეტილება. ეს ადამიანური ფაქტორი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, მას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას, იმ გზაზე სვლას, რომელზეც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თავად მიაღწია იმას, რომ ეს დემოკრატიის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, ამ გამოწვევას "ქართული ოცნების" გუნდი წარმატებით გაართმევს თავს იმიტომ, რომ უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები და დემოკრატიის ისეთი საფუძვლები ჩაყრილი ისევ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system