თავში

ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე - ნათელაშვილი

ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე - ნათელაშვილი
ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე - ნათელაშვილი

„ეს ორი პარტია კი ებრძვის ერთმანეთს მაგრამ ორივე ეშმაკის ძალაა, ვერ ატყობთ! რა უბედურება გჭირთ?! დაგაყენეს არჩევანის წინაშე, ან ერთი ეშმაკი აირჩიოთ ან მეორე ეშმაკი აირჩიოთ ჰო და იყავით ამ ეშმაკებს შორის“, - ამის შესახებ ? „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნათელაშვილი მისი პარტიის გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით ზნეობრივად სწორად მიიჩნევს.

„ზნეობრივად, ისტორიულად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად, რა თქმა უნდა, სწორად მოვიქეცით, როცა პარლამენტში არ შევედით. ხსნა და გადარჩენა ქვეყნის გადიოდა პარლამენტში არ შესვლაზე და ერთპარტიული რეჟიმის შენარჩუნებაზე, რასაც მსოფლიო დაშლიდან ძალიან მალე. აქამდე მიყვანილი საქმე გააფუჭეს კოლეგებმა, შელაგდნენ შიგნით ნათქვამი სიტყვის და ხელმოწერილი დეკლარაციის მიუხედავად, ჩვენ ნათქვამ სიტყვას არ ვუღალატეთ და დავისაჯეთ იმით რომ აუკრძალეს. 

ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე, ის 20% ღირსეული მომზადებულია სახელმწიფოებრიობისათვის.

თავდადებაა ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ და ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, მომავალი თაობები დააფასებენ, თუმცა ამ თაობის ნამდვილად არ მწამს, რამეს დაინახავენ, დააფასებენ და შეაფასებენ, სამწუხარო რეალობა სახეზეა. სანამ ჩვენ არჩეულებს მოვთხოვთ პასუხს ჯერ ამომრჩეველი უნდა ჰგავდეს ამომრჩეველს. ის არ უნდა ყიდდეს სულს ეშმაკზე, ფულზე და თანამდებობაზე, მერე აშენდება სახელმწიფო. ჩვენ ვართ ძალათსახელმწიფო და ამ ძალათსახელმიწოს არსებობა საერთაშორისო მართლწესრიგით არის განპირობებული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ საკრებულოს ხმაურიან სხდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოგდებისთვის საჭირო იყო ბოიკოტი და არა საკრებულოებსა თუ პარლამენტში შესვლა.

„დღეს ისე შეცვივდა ოპოზიცია საკრებულოებში, როგორც ნაშიმშილები კაცი ხაშლამას რომ მიაძღება, ნაცვლად იმისა რომ პარლამენტი, საკრებულოები დაგვეტოვებინა და ბოიკოტი გამოგვეცხადებინა. 

ეს ორი პარტია კი ებრძვის ერთმანეთს მაგრამ ორივე ეშმაკის ძალაა, ვერ ატყობთ! რა უბედურება გჭირთ? დაგაყენეს არჩევანის წინაშე, ან ერთი ეშმაკი აირჩიოთ ან მეორე ეშმაკი აირჩიოთ ჰო და იყავით ამ ეშმაკებს შორის, თქვენ არაფერი არ გიშველით სამწუხაროდ“, - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system