თავში

ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები - უგულავა

ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები - უგულავა
ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები - უგულავა

ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია რომ ყოველთვის კონსტრუქციულად მოქმედებდა, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ნიკა მელიას დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system