თავში

COVID-19 ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - ნატალი საბანაძე

COVID-19 ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - ნატალი საბანაძე
COVID-19 ბრიუსელში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება  - ნატალი საბანაძე

„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი ევროპელ პარტნიორებთან და მათ შორის ის, რაც COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას შეეხება“, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტისას, ყველგან განიხილება COVID-19-ის თემა.

,,ყველგან განიხილება ეს თემა. ჩვენ ვისაუბრებთ პანდემიის შემდეგ ეკონომიკურ რეაბილიტაციაზეც და რა თქმა უნდა საქართველოს მომავალზე ევროკავშირში. 

ჩვენი მოლოდინია, რომ მოკლე ვადიან და საშუალო ვადიან გეგმას დავსახავთ იმ მიმართულებით, რაზეც ადრეც იყო საუბარი. ეს შეეხება მეტი ფიზიკური კავშირების გაბმას ევროკავშირთან. სრული ეკონომიკური ინტეგრაცია და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოვემზადოთ 2024 წლის ცნობილი განაცხადისთვის და არამარტო განაცხადისთვის, არამედ სრული ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ ,,ქრონიკის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელს ეწვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system