თავში

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში - ირაკლი ღარიბაშვილი

​ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორივე ქვეყანა უნდა იყოს მიზანსწრაფული და მოტივირებული, რათა ერთობლივი ძალებით მეტი პროექტი განხორციელდეს.

„საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system