თავში

დღეს გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

დღეს გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ
დღეს გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ

დღეს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას მიიღებენ. რეზოლუციაში ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ნარჩემაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

,,რაც შეეხება თავად რეზოლუციას - ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რეზოლუციაში ცალსახადაა გამოთქმული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რაც არის შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ", - განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.

საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

რეზოლუციას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან ყოველწლიურად იღებს, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშების წარდგენას ავალებს.

გაეროსა და ეუთოს მოთხოვნები არ სრულდება ამიერკავკასიაში კიდევ ერთი ქვეყნის, აზერბაიჯანის მიმართ, რომლის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებთან დაკავშირებით არაერთი რეზოლუციაა მიღებული. აქაც ასევე მწვავედ დგას დევნილთა საკითხი, რომელთა რაოდენობა მილიონზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system