თავში

ხუნდაძე: ბოქლომები და ჯაჭვები 2012 წელს მოიცილა საზოგადოებამ და ამაში თავს აღარ გაყოფს

ხუნდაძე: ბოქლომები და ჯაჭვები 2012 წელს მოიცილა საზოგადოებამ და ამაში თავს აღარ გაყოფს
ხუნდაძე: ბოქლომები და ჯაჭვები 2012 წელს მოიცილა საზოგადოებამ და ამაში თავს აღარ გაყოფს

ბოქლომები და ჯაჭვები უკვე 2012 წელს მოიცილა საქართველოს საზოგადოებამ და ამაში არც თავს გაყოფს და არც ხელებს, ბოქლომების პერიოდი დამთავრებულია, ახლა სირბილს ურჩევნიათ ამომრჩეველთან იმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, დესტრუქციულ გეგმას არ შორდება.

„პროპორციული სისტემა მათ ნოყიერ ნიადაგს აძლევდა, რომ შემდეგში, 2020-სთვის კოალიციური მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშლილიყო, ან არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ არჩევნები. რა თქმა უნდა, ისინი ამ გეგმიდან ვერ გადადიან და არც გადადიან იმიტომ, რომ მათ სხვა პერსპექტივა პარლამენტში არჩევნებით, კონსტრუქციული გზით, შეთანხმებით, კანონმდებლობის დაცვით შემოვიდნენ. ვერ შემოვლენ იმიტომ, რომ საზოგადოებისათვის ისინი კარგად ამოცნობადი არიან. ამიტომ ეძებენ სამალავს ამა თუ იმ პარტიით და სისტემას, რომელიც მიცემს საშუალებას, რომ რამენაირად შემოაღწიონ შიგნით და ისევ გააგრძელონ დესტრუქციული ქმედება. მათი წარსული მთლიანად დესტრუქციული იყო - ფასადური მშენებლობა და იმის უკან ციხეები, დაჭერები დახვრეტები და ა. შ.“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძეს მიაჩნია, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არ არის ერთმნიშვნელოვნად გარანტია ხელისუფლებისთვის. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია შეეცდება ამომრჩევლის მხარდაჭერა დაიმსახუროს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია მოვიდეს ხელისუფლებაში.

,,ამის მაგალითი იყო სწორედ 2012 წლის არჩევნები, მაგრამ როცა არა აქვთ ამომრჩევლის იმედი, ამიტომ ბოქლომებით დარბიან", - განაცხადა ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system