თავში

და ეს ხდება ევროპაში? - ჟიგიმანტას პავილიონისი

და ეს ხდება ევროპაში? - ჟიგიმანტას პავილიონისი
და ეს ხდება ევროპაში? - ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, მიხეილ სააკაშვილთან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების არშეშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანა ფოტიგას შეხვედროდა, რომელიც თბილისში სპეციალურად ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან ერთად იყო ჩასული. და ეს ევროპაში ხდება?" - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებოდა, თუმცა მას მიხელ სააკაშვილის საპატიმროში მონახულებაზე უარი უთხრეს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system