თავში

დაუწესა თუ არა აშშ-მა საქართველოს სანქცია

დაუწესა თუ არა აშშ-მა საქართველოს სანქცია
დაუწესა თუ არა აშშ-მა საქართველოს სანქცია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა მოხსენებული. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი აქვს არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარისა, თუმცა თანხის 15%, შესაძლოა, გაიყინოს იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს სხვადასხვა მიმართულებებით. დოკუმენტში სამ ძირითად მიმართულებაზეა საუბარი. 

A - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. 

B - შიდა სამთავრობო კორუფციასთან ბრძოლა და ამ მიმართულებით კანონისა და რეგულაციების მიღება. 

С - საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.  

აღნიშნული ღონისძიება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების პროგრამებს, ასევე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ პროგრამებს და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისთვის მიმართულ ღონისძიებებს.

სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას ზემოაღნიშნულ შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system