თავში

დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია, თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს - მეუფე იაკობი

დაბალრეიტი
დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია, თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს - მეუფე იაკობი

"ჩემთვის არა", - ასე პაუხობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად მოიაზრება ყოფილ პრემიერი, გიორგი გახარია მესამე ძალად. 

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, გახარია "დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია" და არჩევნებში მხოლოდ 3-4%-ის აღებას შეძლებს. 

"ჩემთვის არა, იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ჩემთვის გახარია მესამე ძალად არ მოიაზრება. მითხარით, რა გააკეთა დადებითი? თქვენს ტელევიზიაზე (მთავარი არხი) ვიტყვი და "TV პირველზე", როდესაც მასზე რაღაც ვთქვი მე შემომიტიეთ. ვისკენ ხართ? რა ვთქვი ისეთი? ტყული ვთქვი რამე? არ ვიცი [გახარიას] თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. რამდენ პროცენტს აიღებს? შეიძლება "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კონკურენტი გახდეს 3-4%-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია", - თქვა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system