თავში

დაჩი ბერაია: ივანიშვილმა გვთხოვა, გუნდური პრინციპი დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ

დაჩი ბერაია: ივანიშვილმა გვთხოვა, გუნდური პრინციპი დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ
დაჩი ბერაია: ივანიშვილმა გვთხოვა, გუნდური პრინციპი დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ

ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, გუნდური პრინციპი დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დაჩი ბერაიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი განიხილებოდა. 

დეპუტატის თქმით, ის მხარს არ დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და იმ შემთხვევაში, თუ მისი დისციპლინური საკითხი დადგება, მანდატს დატოვებს. 

„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამის გამო, ჩემი უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე დისციპლინური საკითხი თუ დადგება, უმრავლესობას არ დავტოვებ და დავტოვებ მანდატს. თუმცა, მსგავს თემებზე, დისციპლინარულ საკითხზე საუბარი დღეს არ ყოფილა. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული საკთხი. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი. ვინც მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემას, ზოგი მონაცემით არის შვიდი, ზოგით 20, ზოგით 40. სხდომაზე განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყობიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა გუშინ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერდა.

უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომზადებული ჰქონდა ოპოზიციასასც, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ ჩააგდო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება.

უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გადაწყვიტა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ივლისში დაიწყო. ინიციატივა "ქართულმა ოცნებამ წარადგინა".

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს.

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system