თავში

დადგენილება მიღებულია - დე ფაქტო პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

დადგენილება მიღებულია - დე ფაქტო პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს
დადგენილება მიღებულია - დე ფაქტო პარლამენტი ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

დოკუმენტი, რომელიც  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს "დეპუტატებმა" მიიღეს. დადგენილებას მხარი 19 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. ერთმა "დეპუტატმა" კენჭისყრაში მოანწილეობა არ მიიღო. 

დე ფაქტო პარლამენტი სულ 35 მანდატისგან შედგება.

სოხუმში ვითარება დღეს დაიძაბა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ, რაც მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17. ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system