თავში

კონგრესმენი: საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დემოკრატიისკენ წინგადადგმული ნაბიჯია

კონგრესმენი: საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დემოკრატიისკენ წინგადადგმული ნაბიჯია
კონგრესმენი: საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დემოკრატიისკენ წინგადადგმული ნაბიჯია

აშშ-ის კონგრესმენი მარქუინ მალინი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებას საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მისი თქმით, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, სამუშაო კიდევ ბევრია და ის განაგრძობს ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერას. 

,,მოხარული ვარ, რომ საქართველომ ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში მეტად პროპორციული არჩევნების კუთხით. ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია ნამდვილი დემოკრატიისკენ, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მე მხარს დავუჭერ ქართველ ხალხს და დავეხმარები მათ ძლიერი დემოკრატიის შექმნაში," - განაცხადა აშშ-ის კონგრესმენმა, მარქუინ მალინმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120/30 და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system