თავში

"დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა" - საია

"დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა" - საია
დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა - საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციას მთლიანობაში 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა აქვს დაფიქსირებული.

"20:00 საათისთვის ჩვენ მთლიანობაში დაფიქსირებული გვაქვს 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა. დღის განმავლობაში ძირითად ტენდენციებს, რასაც ვაკვირდებოდით, იმ მცირე პროცედურული დარღვევების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უბნის 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლისთვის შეკრებილი პირების, ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომელზეც ფაქტობრივად არავითარი რეაგირება არ ჰქონია საპატრულო პოლიციას.

ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა, მარკირების წესების დარღვევა, ასევე გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული დარღვევები. ეს ყველაფერი ჩვენ რამდენიმე უბანზე დავაფიქსირეთ. ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვქონდა იმ უბნებზე, სადაც ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system