თავში

დაფინანსება სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში - ვოლსკი

დაფინანსება სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში
დაფინანსება სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში - ვოლსკი

დაფინანსება და ძალები სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ  განაცხადა.

მისივე თქმით, ერთმანეთთან შეუსაბამოა საბოტაჟი და მეორე მხრივ, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

"პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციას ახალი არაფერი აქვს სათქმელი, ვინაიდან დაფინანსება და ძალები სჭირდებათ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში. რეალურად კი დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საზოგადოებამ გამოუცხადა პარლამენტში სამუშაოდ. ამდენად, ერთმანეთთან შეუსაბამოა პარლამენტის მუშაობისადმი, ზოგადად პოლიტიკური მუშაობისადმი საბოტაჟი და მეორე მხრივ, დაფინანსება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის", – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system