თავში

"დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა"- სალომე სამადაშვილმა გამოძიებას მიმართა

"დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა"- სალომე სამადაშვილმა გამოძიებას მი
დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა- სალომე სამადაშვილმა გამოძიებას მიმართა

"ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა. თავიდან იგნორირებას შევეცადეთ, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აგრესიულად ყვიროდა",- ამის შესახებ Report.ge-ს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ჩვენება კი ვაკის პოლიციაში უკვე მისცა.

"გუშინ საღამოს, სახლთან ვაძლევდი ინტერვიუს, როდესაც დავიწყეთ ჩაწერა, უცნობმა მამაკაცმა დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა და გინება. თავიდან იგნორირებას შევეცადეთ, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. ჩემი სახლი მოფარებულ ადგილზეა, აქედან გამომდინარე აქ შემთხვევითი გამვლელები არ ხვდებიან. ეს მამაკაცი ვერ ვიცანი, გაიქცა და ჟურნალისტები გაეკიდნენ, შემდეგ ჟურნალისტებსაც აგინა. გამოვიძახეთ პატრული, ჩემი თხოვნაა, რომ დადგინდეს ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ იყო ჩემს სახლთან. გვაგინებდა და იძახდა, რომ თქვენ ხართ მკვლელები და ხელისუფლებაში გვინდა დაბრუნება",- განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system