თავში

დამაჯერებლად ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები - კობახიძე

დამაჯერებლად ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები - კობახიძე
დამაჯერებლად ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები - კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე დათვლილია და ცნობილია პირველი 24 საარჩევნო უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ამ ოლქებში დამაჯერებლად ლიდერობენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები.

მან ჟურნალისტებს გააცნო საარჩევნო უბნებიდან შესული ოქმების მონაცემები.

„ეს არის ოქმების მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. 17 უბანია უკვე დათვლილი ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი – 52,02%. ორი უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69,92%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია ერთი უბანი – გოჩა ენუქიძე – 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დათვლილია ასევე ერთი უბანი და ბეჟან წაქაძეს აქვს 68,84%. და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი სამი უბანი: ვასილ ჩიგოგიძე – 62,61%. როგორც ხედავთ ოთხივე შემთხვევაში პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები. ეს არის პირველი მონაცემები, რომლებიც არის შემოსული 24 უბნიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system