თავში

"დამირეკა და დამემუქრა... მე დეპუტატი ვარ და მაქვს იარაღის ტარების უფლება" - იაგო ხვიჩია

"დამირეკა და დამემუქრა... მე დეპუტატი ვარ და მაქვს იარაღის ტარების უფლება" - იაგო ხვიჩია
დამირეკა და დამემუქრა... მე დეპუტატი ვარ და მაქვს იარაღის ტარების უფლება - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩა აცხადებს, რომ "ნაციონალური მძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ მას დაურეკა და დაემუქრა. 

როგორც ხვიჩია განმარტავს, ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო, სადაც ის ამბობდა, რომ ოპოზიციური პარტიების შეკრება "გირჩის" გარეშე, იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" შეკრება. 

"ჩვენი პოზიცია იყო თავიდანვე ყველასგან განსხვავებული პოზიცია და ეს განსხვავებული პოზიცია იმიტომ გვქონდა, რომ დამოუკიდებელი ხალხი ვიყავით. წარმოიდგინეთ, როცა ერთი პოზიციით არის შეკრებილი ოთხი პარტია, მათ შორის კი ყველაზე დიდი და გამარჯვებული არის "ნაციონალური მოძრაობა". თუ მათ ყველას ერთი პოზიცია აქვს, რა შეიძლება მათ დაერქვათ ნეიტრალური დამკვირვებლის თვალით? მე ეს ვთვქვი სწორედ დღეს და ამიტომაც არის ნიკა მელია ჩემზე გაბრაზებული. 

დღეს დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. მინდა გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ უბრალოდ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა რომ მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად და შეუძლია მომერიოს. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს რომ მემუქრება, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების შესაძლებლობა მქონდეს, იმიტომ რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად მე ვერ ვიქნები, ან პოლიციაში ხომ  ვერ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ. ამიტომ, რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება იარაღის ტარება. მე ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, ამიტომ ვაზუსტებ, დამემუქრა თუ ხუმრობა იყო, უნდა გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებში გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია, მაგით. 

მე გავაკრიტიკე ოპოზიცია, "ნაციონალური მოძრაობაც" და ხელისუფლებაც და ვთქვი, რომ არ მინდა პასუხისმგებელი ვიყო ამ ქვეყანაში პარლამენტრიზმის ჩაშლაზე, ეს უნდა ორივე პარტიას, "ნაცმოძრაობასაც" და "ოცნებასაც", მე არ მინდა. მე არ მინდა, რომ ქართველი ხალხი მაბრალებდეს პარლამენტარიზმის დაშლას და მინდა, ამ ხალხმა იცოდეს, რომ მინდოდა პარლამენტი გამოსულიყო, ყველას ვხვდებოდი, ამას ვშვებოდი, იმას ვშებოდი, მაგრამ არ გამოიყვანეს პარლამენტი და იმ შენობაში, სადაც პარლამენტი არ არის, თავისთავად ცხადია, მე ვერ ვივლი. 

მე ორი რამ მინდოდა ამ პარლამენტისგან. მინდოდა იმუნიტეტი ზოგადად "ქართული ოცნებისგან" თავდასაცავად და მეორე - იარაღის ტარების უფლება. ქუჩაში ვერ გასულხარ ადამიანი, ვიღაცას თავში ნაგავს ამხობენ... პარლამენტარის სტატუსი მხოლოდ ამისთვის მინდოდა. დანარჩენი ისედაც ყველაფერი მაქვს, დეპუტატის ხელფასს ისედაც ავიღებდი, მედიის ყურადღება მაქვს, არ მაკლია თქვენი წყალობით. ამიტომ მხოლოდ ეს ორი რამ მჭირდებოდა. ვიღაც გიჟები დადიან და ხალხს თავში ურტყამენ. ამიტომ იარაღის ტარების უფლება მიდნოდა, ეს უფლება ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვინაიდან ჩემი პროფესია მეტ რისკებს შეიცავს, მინდა, რომ ეს უფლება მქონდეს, ხომ ლეგიტიმური მოთხოვნაა? 

ნიკა მელიას, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით ყველაზე მეტ პატივს ვცემ "ნაციონალურ მოძრაობაში", ამიტომ  მინდა, ეს საკითხი, როგორც პრეტენზიის მოსმენა, ისე პასუხის გარკვევა, გადმოვიტანო საჯარო სივრცეში. ამიტომ ჰკითხეთ მელიას, მართლა მემუქრებოდა და მჭირდება თუა რა იარაღის ტარება თუ უბრალოდ ეს მიღებულია ნორმაა, რომ ადამიანს დაურეკო და ცუდი სიტყვები უთხრა. ამ ცუდ სიტყვებს არ ვაკონკრეტებ" - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system