თავში

გენერალური პროკურორობის შერჩეული 4 კანდიდატიდან ერთ-ერთი შოთაძეა

გენერალური პროკურორობის შერჩეული 4 კანდიდატიდან ერთ-ერთი შოთაძეა
გენერალური პროკურორობის შერჩეული 4 კანდიდატიდან ერთ-ერთი შოთაძეა

საპროკურორო საბჭომ დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.

შერჩეული კანდიდატებიდან საბჭო ერთ კანდიდატზე უნდა შეჯერდეს. პარლამენტისთვის წარსადგენ საბოლოო კანდიდატს საპროკურორო საბჭოს წევრები ხვალ შეარჩევენ.

ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს გენერალური პროკურორი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია.მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system