თავში

დანიელსონმა ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში - ვახტანგ მეგრელიშვილი

დანიელსონმა ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ
დანიელსონმა ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში - ვახტანგ მეგრელიშვილი

დანიელსონმა პირველ შეხვედრაზე ოპოზიციას მოგვმართა, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, დანიელსონმა აღნიშნა, რომ რომელიმე მხარე არ მიაჩნია რუსეთის წარმომადგენლად.

"დანიელსონთან ჩვენი შეხვედრა დაიწყო იმით, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის რუსულ ინტერესებში. ანუ, რომელიმე მხარე კი არ ხართ რუსეთის წარმომადგენელი, არამედ ის ბრძოლა, რომლითაც თქვენ ხართ დაკავებული, თქვენი ეს საქციელი, არის რუსეთის ინტერესებში.

ოპოზიციას მოგვმართა პირველი შეხვედრის დროს და ეს არ არის დასამალი, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე რეგიონში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოსულია არა რუსეთიდან, მოსკოვიდან წარმომადგენელი, არამედ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system