თავში

დაპირისპირება ბოლნისში - აქციის მონაწილეების მანქანას ქვები ესროლეს

დაპირისპირება ბოლნისში - აქციის მონაწილეების მანქანას ქვები ესროლეს
დაპირისპირება ბოლნისში - აქციის მონაწილეების მანქანას ქვები ესროლეს

ბოლნისში, პროტესტის ნიშნად თბილისიდან ჩასულ ავტოკოლონის მონაწილეების განცხადებით, მათ თავს დაესხნენ. 

მათივე ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილე მანქანებს ქვ ები და ბოთლები ესროელს, შემთხვევის შემდეგ დაზიანდა ერთ-ერთ მანქანა, რომელსაც შუშები აქვს ჩამსხვრეული.

მსვლელობის მონაწილე ვეტერანები დარწმუნებულები არიან, რომ თავმდამსხმელებს "ქართული ოცნება" ახალისებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას ტოიოტა ქამრის მარკის მანქანიდან ქვები იმ დროს ესროლეს, როცა ის ბენზინის ჩასასხმელად იყო გაჩერებული.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება ორი მუხლით, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

ავტოკოლონების მსვლელობა ბოლნისში თბილისიდან მას შემდეგ გაემართა, რაც ადგილობრივებმა იქ საპროტესტო აქცია დაგეგმეს. მსვლელობის მონაწილეების თქმით, სურდათ ბოლნისისთვის წრე დაერტყათ და ადგილობრივებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system