თავში

დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა აღრმავებს კრიზისს - ბადრი ჯაფარიძე

აღრმავებს კრიზისს - ბადრი ჯაფარიძე
დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა აღრმავებს კრიზისს - ბადრი ჯაფარიძე

შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის და ამაზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებზე შეთანხმებაა.

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან ერთად მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, რათა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება რა არის გამოსავალი. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. ჩვენი პოზიცია ამაზე არ შეცვლილა. იმედია, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ამ შეხვედრაზე განვიხილავდით შექმნილ ვითარებას და ვმსჯელობდით კრიზისის განმუხტვის და გამოსავლის შესაძლებლობებზე, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. იმედი გვაქვს, „ქართული ოცნებაც“ პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ: „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system