თავში

დაპირისპირების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა შეწყდა

დაპირისპირების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა შეწყდა
დაპირისპირების გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა შეწყდა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა უნდა დაწყებულიყო, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა.

ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა, ანრი ოხანაშვილს გვერდით დაუჯდა და პროცედურის დაწყებაში ხელი შეუშალა. ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და სხდომაზე ტექნიკური 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. 

შესვენებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში ამ დრომდე ხმაურია და კენჭისყრის პროცედურა ვერ იწყება. მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა. გარკვეული ხმაურის შემდეგ ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება მისცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system