თავში

დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, ხმას მოგვცემდა თითქმის ყველა - მდინარაძე

დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, ხმას მოგვცემდა თითქმის ყველა - მდინარაძე
დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, ხმას მოგვცემდა თითქმის ყველა - მდინარაძე

"ეგეთი დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, ქუთაისში ელექტრომანქანების ქარხნის მშენებლობა, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგვცემდა ხმას ამ ქვეყანაში, ხმას მოგვცემდა თითქმის ყველა", -ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დარჩებოდნენ, ვინც "ოცნებას" ხმას არ მისცემდა.

"მხოლოდ სუბიექტური ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დარჩებოდა, რომელიც ხმას არ მოგვცემდა.

დაპირებებს რომ მივყვეთ, ვნახავთ, რომ ზოგიერთი შეიძლება 80%-ით გვაქვს შესრულებული, ზოგიერთი 90%-ით, ზოგი შეიძლება ისეთი იყო, რომლის მიმართაც მოლოდინიც არასწორი იყო, მათ შორის მმართველი გუნდის. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საქმის კეთება და ამ კინკლაობის მიღმა ეს საქმე კეთდება", - განაცხადა მდინარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system