თავში

დარდად მიმყვება, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია - ივანიშვილი

დარდად მიმყვება, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია - ივანიშვილი
დარდად მიმყვება, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია - ივანიშვილი

"არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია". - ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში წერს

ის წერილში ოპოზიციასა აკრიტიკებს და წერს, რომ გასაოცარია, მათი დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა და კრიტიკის შინაარსი.

"კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი". - წერს ივანიშვილი. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system