თავში

დარსალია: ინფორმაცია საქართველოს გავლით აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე სიცრუეა

ინფორმაცია საქართველოს გავლით აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე სიცრუეა
დარსალია: ინფორმაცია საქართველოს გავლით აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე სიცრუეა

"ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა.

"საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system