თავში

დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური გაერთიანება მოიქცევა ისე, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს - გახარია

ეკადრება ქართველ ამომრჩეველს - გახარია
დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური გაერთიანება მოიქცევა ისე, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს - გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიის ყოფნას საკანონმდებლო ორგანოში. 

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია და დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს პანდემიის პირობებში როცა მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს, პირველ რიგში ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგინული გამოწვევები, არის უაღესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system