თავში

დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს - თალაკვაძე

დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს - თალაკვაძე
დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს დასამალი არაფერი აქვს - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი.

თალაკვაძის თქმით, აქვს იმედი, რომ "საპატრიოარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხზე შეთანხმება შედგება და სახალხო დამცველს მონიტორინგის საშუალება მიეცემა:

"ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები, ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია ამ კონსტიტუციური მექანიზმებით. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველო მოქალაქეები და ბავშვები მათ შორის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება.პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს შეთანხმება მოხდეს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას", - ამბობს თალაკვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system