თავში

დასახელდება კონკრეტული თარიღი და აეროპორტი, უნდა იყოთ მზად - სააკაშვილი

დასახელდება კონკრეტული თარიღი და აეროპორტი, უნდა იყოთ მზად - სააკაშვილი
დასახელდება კონკრეტული თარიღი და აეროპორტი, უნდა იყოთ მზად - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მიზნის მისაღწევად ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, არ გამორიცხავს ქვეყანაში დაბრუნებას. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

“ყველაფერი შეიძენს ფასს საქართველოში მას შემდეგ, რაც ამათ ახლა გავისტუმრებთ. მე განვიხილავ ყველა ვარიანტს, მე მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ერთად უნდა ვიბრძოდეთ. ჩამოვა და ვიღაც გადაგვარჩენს, ეს არ იმუშავებს. ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს – კი ბატონო, იმუშავებს..." - განაცხადა სააკაშვილმა.

სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system