თავში

"დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი"

"დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი"
დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა, ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი

როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ"? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას. .

როგორც კალაძე აცხადებს, ქვეყანას ორი ვირუსი აქვს დასაძლევი.

„პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს „ფეხებზე ჰკიდიათ"? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი.... დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი“,- წერს კალაძე სოციალურ ქსელში. .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system