თავში

დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნება"

დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნება"
დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ ქართული ოცნება

თანამდებობიდან გადადგიმის შენდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სავარაუდოდ პარტია "ქართული ოცნებაც" დატოვა. ის ამ წუთებში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პარტიაც დატოვა. 

"მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა (გიორგი გახარიამ). რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთმანეთშიც არ გვილაპარაკია" - განაცხადა მან. 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული.

მმართველი გუნდი შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურასა და მთავრობის ფორმირების საკითხზე იმსჯელებს. 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system