თავში

დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დემონსტრაციაზე მოითხოვენ

დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დემონსტრაციაზე მოითხოვენ
დაწესებული შეზღუდვების მოხსნას დემონსტრაციაზე მოითხოვენ

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დღეს აქციას გამართავს. მხარდამჭერებთან ერთად ისინი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. 

ზურაბ ჯაფარიძის განცადებით, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს გაბრაზებული ადამიანების ძალა

"ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყველაფერს ატყუებდნენ. ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას.

აქცია 14:00 საათზე, მთავრობის სასახლესთანაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system