თავში

დაწყებულია ინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა - ირაკლი ღარიბაშვილი

დაწყებულია ინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა - ირაკლი ღარიბაშვილი
დაწყებულია ინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა - ირაკლი ღარიბაშვილი

ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციას. დაწყებული არის მორიგი დაინფიცირების ახალი ტალღის აღმასვლა, რაც ახალი შტამის, „ომიკრონით“ და სადღესასწაულო დღეებში საახალწლო შეკრებების და ზამთრის საკურორტო ზონებში გაზრდილი მობილობით არის გამოწვეული, - ამის შესახებ პერმიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს უკვე შეკვეთილი აქვს ვაქცინების ახალი დოზები, ასევე კოვიდის სამკურნალო პრეპარატები. 

„კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ავიცრათ, ავცრათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეს უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა.
ვაქცინები გვაქვს ადგილზე, ამას გარდა, ჩვენ უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც“,
- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system