თავში

დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში - დეგნანი

დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში - დეგნანი
დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში - დეგნანი

შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. 

ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გაეწიოს. 

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც მას სჭირდება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას, რადგან ექიმები ამბობენ, რომ მას ეს სჭირდება. ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენი აქტიური რეკომენდაცია მთავრობის მიმართ არის, უზრუნველყოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვა, რაც მას სჭირდება. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება“, – აცხადებს კელი დეგნანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system