თავში

დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე- საია

დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე- საია
დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე- საია

"ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა",- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასათვის გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საია პროცესში მონაწილეობას დათანხმდა იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე

"19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ეს შეთნხმება სრულად იმპლემენტირებულიყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირს დასჭირდა ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა გადახდილიყო, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ გირაოს თანხის გადახდაში დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად, ამ თანხამ გაიარა ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენი გავლით მოხვდა ბიუჯეტში“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის", ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაო 40 000 ლარი გადაიხადა. ფონდმა გირაოს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system