თავში

დავიღალეთ, თუ ჩამოდის ჩამოვიდეს, დავხვდებით - თურნავა

დავიღალეთ, თუ ჩამოდის ჩამოვიდეს, დავხვდებით - თურნავა
დავიღალეთ, თუ ჩამოდის ჩამოვიდეს, დავხვდებით - თურნავა

დავიღალეთ ყველა იმის მოსმენით, რომ სააკაშვილი ჩამოდის. თუ ჩამოდის - ჩამოვიდეს და დავხვდებით, როგორც კანონით შეეფერება. მთლიანობაში გვაქვს ოპტიმისტური განწყობა და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონების უმეტესობაში პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას შვილების მომავლის მშვიდად დაგეგმვა სურს და არა დესტაბილიზაცია. 

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი ძალები, ხედავენ რა, რომ მათ ხელი მოეცარათ და ვერ აღწევენ საწადელს დემოკრატიული გზებით, წავიდნენ პროვოკაციებზე. ბუნებრივია, ასეთი საფრთხე არსებობს, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ, როგორც არასდროს, და არავის მივცემთ ვითარების არევის უფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობაში, მცირე ბიზნესში არის სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ბიზნესს სურს, რომ მომავალი იყოს განჭვრეტადი. მოსახლეობას სურს, რომ დაგეგმოს თავისი შვილების მომავალი. რევოლუციური განწყობები არავის აქვს, ამიტომ დესტაბილიზაციის შემოტანაზე ორიენტირებული ადამიანების სურვილები ამაო და ფუჭია. დავიღალეთ ყველა იმის მოსმენით, რომ სააკაშვილი ჩამოდის. თუ ჩამოდის - ჩამოვიდეს და დავხვდებით, როგორც კანონით შეეფერება. მთლიანობაში გვაქვს ოპტიმისტური განწყობა და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონების უმეტესობაში პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system