თავში

დავით ბაქრაძე: ამაყი ვარ რომ ამ სცენაზე ვდგავარ ამ ადამიანების გვერდით

დავით ბაქრაძე: ამაყი ვარ რომ ამ სცენაზე ვდგავარ ამ ადამიანების გვერდით
დავით ბაქრაძე: ამაყი ვარ რომ ამ სცენაზე ვდგავარ ამ ადამიანების გვერდით

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის ამაყია, რადგან იმ ადამიანების გვერდით დგას, რომლებმაც პრივილეგიებზე და მანდატებზე უარი თქვეს.

მისი თქმით,  ის რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა არის ქვეყნის მომავლის დანგრევა და ამიტომ, მათ მხარეს დადგომა არ შეიძლება.

"მე ვარ ამაყი რომ ამ სცენაზე ვდგავარ, იმ ადამიანებთან ერთად ვინც უარი თქვა პრივილეგიებზე, უარი თქვა პარლამენტარობაზეც, უარი თქვა ამ შენობაში შესვლაზე, იმიტომ, რომ არ შეიძლება უსამართლოდ დაიწყო შენი ცხოვრება.არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს. არ შეიძლება დადგე შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს. ის რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" არის ამ ქვეყნის მომავლის დანგრევაა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ყველა უნდა ჩაებათ ამ ბრძოლაში, ყველანი უნდა გამოხვიდეთ და ერთად გავიმარჯვოთ. ჩვენ პატივს ვცემთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც, მაგრამ პატივს ვერასდროს ვერ ვცემთ გაყალბებულ არჩევნებს. ამიტომ ვიწყებთ მშვიდ, მაგრამ ძალიან მტკიცე ბრძოლას", - თქვა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system