თავში

დავით ბაქრაძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია არის დარტყმა "ქართული ოცნებისთვის"

დავით ბაქრაძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია არის დარტყმა "ქართული ოცნებისთვის"
დავით ბაქრაძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია არის დარტყმა ქართული ოცნებისთვის

ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა ქართული ოცნების მიმართ, - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ სტრასბურგიდან გააკეთა. როგორც ბაქრაძემ report.ge-სთან განაცხადა, ამ რეზოლუციით ევროსაბჭომ გამოხატა დამოკიდებულება ქვეყანაშ მიმდინარე პროცესების მიმართ. 

"ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის გამოხატული ქვეყანაში მიმდინარე მთავარი პროცესების მიმართ. კერძოდ, ქართული ოცნების მიმართ.პირდაპირ უარყოფითად არის შეფასებული პარლამენტის მხრიდან საარჩევნო  რეფორმის და პროპორციული სისტემის ჩაგდება. ნეგატიურად არის შეფასებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მისივე თქმით მთავარი ჩანაწერი 2020 წლის არჩევნებს უკავშიურდება, სადაც წერია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეთანხმებული ინება ოპოზიციასთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system