თავში

დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა

დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა
დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შესახვედრად მივიდა. მისი თქმით, პრეზიდენტთან ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლად მივიდა და არა პოლიტიკური საკითხების განსახილველად. 

ბაქრაძემ თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში 90-იანი წლების მსგავსი მოვლენები განვითარდეს, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდიას ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. 

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შეიძლება პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდე, რომ პროცესები არ განვითარდეს 90 წლების მიმართულებით, როდესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ ისეთ უფსკრულში შეიყვანა ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან. მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლადაც, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქ ვარ, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომ ამ ქვეყანამ აღარ გაიაროს ის უბედურება რომელიც 90-იანებში გავიარეთ პრეზიდენტის ტრაგედიის და საზოგადოების გახლეჩვის შედეგად”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system