თავში

დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა

დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა
დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბულგარელ, მოლდოველ და თურქ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხირივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ყველა სფეროში. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე აღნიშნეს კოვიდ19-თან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

დავით ზალკალიანმა მოლდოვას ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს აურელიო ჩოკოის საპასუხისმგებლო პოსტზე წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებს და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთობლივ მოლოდინს. ასევე განხილულ იქნა რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.

თუქრ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს შავ ზღვასა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება თურქი პარტნიორების მეირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის, ავესე კოვიდ19-თან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system