თავში

დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს თავის უცხოელ კოლეგებთან.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ - იეპე კოფოდთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სწრაფად მზარდი დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ 2022 წელს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება.

დიპლომატებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.დავით ზალკალიანმა დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე.

მან იეპე კოფოდს მადლობა გადაუხადა დანიის მხრიდან საქართველოს, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის. 

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დანიის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.

ამასთან, საქართველოს პირველმა დიპლომატმა განაცხადა მზაობა დანიელი კოლეგის საქართველოში მასპინძლობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system